თბილისის ბოტანიკურ ბაღში ჩანჩქერი გაიყინა

თბილისში, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ჩანჩქერი გაიყინა.

ჩანჩქერის თავზე 1898 წელს ხის ხიდი აშენდა, იგი ერთმანეთს ისტორიულ არბორეტუმსა და ხმელთაშუაზღვეთის მცენარეთა საკოლექციო ნაკვეთს აკავშირებს.

ხის ხიდი, მრავალთაღოვანი – დეკორატიული რკინის ხიდით 1914 წელს შეიცვალა და თავისი შთამბეჭდავი, მსუბუქი კონსტრუქციისა და ირგვლივ მდებარე ულამაზესი ლანდშაფტის გამო, ჩანჩქერთან ერთად ბაღის სავიზიტო ბარათად იქცა.

 

თრიალეთი TV