პოლიტიკა

გია ვოლსკი - BBC-ის წინააღმდეგ სარჩელზე მუშაობა დაწყებულია - ყველაფერზე ფოტოს იღებენ და იმ თუთიყუშისთვის მაინც გადაეღოთ, რომელსაც ბუმბული დაცვივდა ან იმ ძაღლისთვის, რომელიც პატრონს ვერ ცნობდა
46 წუთის წინ

გია ვოლსკი - BBC-ის წინააღმდეგ სარჩელზე მუშაობა დაწყებულია - ყველაფერზე ფოტოს იღებენ და იმ თუთიყუშისთვის მაინც გადაეღოთ, რომელსაც ბუმბული დაცვივდა ან იმ ძაღლისთვის, რომელიც პატრონს ვერ ცნობდა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, მმართველ გუნდს BBC-ის წინააღმდეგ სარჩელზე მუშაობა დაწყებული აქვს.

ვოლსკის თქმით, როდის გაიგზავნება სარჩელი, ამასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.

როგორც ვოლსკიმ განმარტა, დეზინფორმაცია არავის უნდა შერჩეს - იქნება ეს BBC თუ სხვა.

„სარჩელი მნიშვნელოვანია, უნდა შეიტანო და არ უნდა შერჩეს BBC იქნება თუ ნებისმიერი სხვა, ასეთი დეზინფორმაცია. რეალურად ნაჩვენები კადრები მოიცავს ლაბორატორიის ხედებს, რომელშიც თითქოს, კვლევები ჩატარდა. რეალურად, ის ადამიანები, რომლებიც ამ თემაზე საუბრობენ, არანაირ კვლევას არ ეყრდნობიან და კვლევები გვიჩვენებს, რომ ასეთი მომწამლავი ნივთიერება გამოყენებული არ ყოფილა და შსს-ს საერთოდ არ აქვს. ადამიანების ყოფაც გვიჩვენებს ამას - ყველაფერზე ფოტოს იღებენ და იმ თუთიყუშისთვის მაინც გადაეღოთ ფოტო, რომელსაც ბუმბული დაცვივდა ან იმ ძაღლისთვის, რომელიც პატრონს ვერ ცნობდა.

რეალურად, რა ნივთიერებებიც გამოიყენეს, ის რასაკვირველია, ცუდად მოქმედებს ადამიანზე და გამოყენებულია იმისთვის, რომ ეს უკონტროლო ან ორგანიზებული შემოტევა და ექსტრემიზმი როგორ შეაჩერო. როდის შევა სარჩელი, ამასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

დამაზუსტებელ კითხვაზე, დაწყებულია თუ არა BBC-ის წინააღმდეგ სარჩელზე მუშაობა, ვოლსკიმ უპასუხა: „კი, სარჩელზე მუშაობა დაწყებულია“.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები