ნუგზარ სხირელი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა

75 წლის ასაკში გარდაიცვალა ჭიდაობაში საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელი ნუგზარ სხირელი. ის გახლდათ გორში თავისუფალი ჭიდაობის სკოლის დამფუძნებელი, ღირსების ორდენისა და ღირსების მედლის კავალერი. მსოფლიო დონის სპეციალისტმა საქართველოს ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონები აღუზარდა. მათ შორის დავით პოღოსიანი, ზაზა ზოზიროვი, ოთარ თუშიშვილი, ბესარიონ გოჩაშვილი, ლადო ხინჩეგაშვილი, გენო პეტრიაშვილი და სხვები.

თრიალეთი TV