📍 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე, მსვლელობის მონაწილეებს დახვდათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ ბანერები: “უნივერსიტეტი ავტონომიურია”, “მთავრობამ რა იცის ცოდნა რა ხილია?”.
მსვლელობის განმავლობაში აქციის მონაწილეებს ასევე სიგნალებით ამხნევებდნენ მანქანებიდან.
დემონსტრანტები განათლების სამინისტროს მიერ სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტების განაწილებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ.