ქარელში საცურაო აუზი შენდება

ქარელს საცურაო კომპლექსი ექნება.

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია დიდი და მცირე აუზების მოწყობა. ასევე, კომპლექსში გათვალისწინებულია სატრენაჟორო დარბაზი, 100 ადამიანზე განკუთვნილი ტრიბუნა, პერსონალისა და მწვრთნელების ოთახები, გასახდელი და საშხაპეებია.

საცურაო კომპლექსი ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვისაც. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

სამშენებლო სამუშაოები შიდა ქართლის გუბერნატორმა, მამუკა საღარეიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. რწმუნებულის თქმით, რეგიონში მსგავსი სახის პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს როგორც სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ისე ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას.

,,პანდემიის მიუხედავად, რეგიონში შეუფერხებლად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები. წლის ბოლოს ქარელის მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტების მქონე საცურაო აუზით ისარგებლებენ“, – აღნიშნა მამუკა საღარეიშვილმა.

თრიალეთი TV