საკრებულოს სხდომები ონლაინ რეჟიმში აღარ გაიმართება

გორის მუნიციპალიტეტის კომისიის, ბიუროსა და საკრებულოს სხდომები ონლაინ რეჟიმში აღარ გაიმართება, ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ განაცხადა, მისი თქმით 26 თებერვალს ბიუროს სხდომა უკვე საკრებულოს სხდომების დარბაზში გაიმართება.

ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საკრებულოს სხდომები, რამდენიმე თვის განმავლობაში ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა.

თრიალეთი TV