89 მომხრე, 2 წინააღმდეგი – პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარი დაუჭირა. ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით სამთავრობო შემადგენლობას 89 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი 2 იყო.

სამთავრობო გუნდში ორი ახალი სახეა – თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ჯუანშერ ბურჭულაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ქარსელაძე.

საქართველოს მთავრობის დამტკიცებამდე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენა და დეპუტატებთან კითხვა-პასუხის რეჟიმი საკანონმდებლო ორგანოში დღეს თითქმის 12 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

თრიალეთი TV