ირაკლი ღარიბაშვილი – მადლობა შს მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და მთელ პოლიციას, ვამაყობ თქვენით

მადლობა შს მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და მთელ პოლიციას, ვამაყობ თქვენით, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შეფასებისას.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეს პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი.

„რაც შეეხება ზოგადად, პრაქტიკას და გამოყენებულ მეთოდებს, ეს არის აბსოლუტურად ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყნების უმაღლესი სტანდარტი.

დღეს ჩვენმა გმირმა პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი, ის რაც არის ევროპული, ამერიკული სტანდარტების შესაბამისი. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა მოქალაქის კონსტიტუციურ ფარგლებში საკუთარი აზრის გამოხატვის უფლებას დავიცავთ, ჩვენ ასე გვესმის კანონის უზენაესობა და დემოკრატიის მთავარი პრინციპები, მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ დათქმით, რომ ველაფერი უნდა იყოს კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში.

კიდევ ერთხელ, მე მინდა, მადლობა გადავუხადო შს მინისტრს, ბატონ გომელაურსა და მთელს პოლიციას, ვამაყობ თქვენით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თრიალეთი TV