ტრანსპორტის პრობლემა ბერბუკის დევნილთა დასახლებაში

ბერბუკის დევნილთა დასახლებაში ადგილობრივი მოსახლეობა ტრანსპორტის პრობლემის მოგვარების თხოვნით დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბა. ადგილობრივი მოსახლეობა ავტობუსების მოძრაობის მიმართულებებში ცვლილებების შეტანას ითხოვს. მათი განმარტებით, მუნიციპალური ტრანსპორტი დასახლებასთან ახლოს არ მოძრაობს, როგორც ეს ქალაქში ახალი ავტობუსების შემოყვანამდე ხდებოდა. ამიტომ ახლა ბერბუკის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს ცენტრალურ მაგისტრალთან მისასვლელად და ავტობუსის მოსაცდელად კილომეტრების გავლა ფეხით უწევთ.

,,თრიალეთმა,, საკითხის გარკვევა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში სცადა, სადაც კომენტარი არ გაუკეთებიათ და მხოლოდ სიტყვიერი განცხადებით შემოიფარგლნენ, რომ მოსახლეობის საჭიროებიდან გამომდინარე ავტობუსების მოძრაობის მიმართულებები უკვე შეიცვალა გადაიხედება თუ არა სამომავლოდ საკითხი- ამის შესახებ მერიაში პასუხი არ აქვთ.

თრიალეთი TV