ორივე მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კვლავ კლინიკაში გადაიყვანა

 სოფელ კარალეთის სკოლაში მოწამლული ორი მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და ორივე მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კვლავ კლინიკაში გადაიყვანა. 

ბოლო მონაცემებით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო და პაციენტების უმრავლესობა კლინიკიდან შინ გაწერეს. თუმცა, ცოტა ხნის წინ ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. 
კლინიკა “იავნანას” ექიმების განცხადებით, რამდენიმე წუთის წინ მიიღეს გადაწყვეტილება და ერთ-ერთი პაციენტი, გვარად გოგიაშვილი, კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადას დედაქალაქში გადაჰყავთ. 
ინტოქსიკაციის მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება. გორის საავადმყოფოს ექიმები კლინიკური ნიშნების მიხედვით, წყლითა და საკვებით მოწამვლას გამორიცხავენ.
რაც შეეხება არაოფიციალური წყაროებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კარალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რაიმე პრეპარატის ჭარბი დოზა მიიღეს ან ტოქსიკური ნივთიერება შეისუნთქეს, ამ მოსაზრებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან როგორც მოზარდების მშობლები, ასევე სკოლის ხელმძღვანელობაც და მსგავს ფაქტს თავად პაციენტებიც უარყოფენ. 
სკოლის დირექტორის, არჩილ მიხანაშვილის განცხადებით, სკოლის პერიმეტრზე და დერეფნებშიც დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები და რთული არ იქნება დადგენა, თუ ვინმე უცხო პირი გადაადგილდებოდა სკოლაში. 

წყარო-ipn.ge

 

 

Related posts