ენმ-ს ოფისზე თავდასხმაში ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

გორში ენმ -ს ოფისზე თავდასხმაში ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

>

,,ნაციონალური მოძრაობის” ოფისს 4 პირი თავს მიმდინარე წლის 2 მარტს დაესხა დაამსხვრიეს ფანჯრის და კარის მინები. ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით რაც სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურებას გულისხმობს.

 

“ნაციონალურ მოძრაობის” იურისტი თამარ თედლიაშვილი ამბობს, რომ მათი მიზანია დადგინდეს შემკვეთები და ის თუ რა მოტივით ჩაიდინეს დანაშაული. ბრალდებულების ადვოკატის, ზაურ მინდიაშვილის თქმით კი, დაკავებულებს არანაირი პოლიტიკური მოტივაცია არ ჰქონიათ თუმცა სასამართლომ ეს არ გაიზიარა.

დაკავებულების მორიგი სასამართლო სხდომა 26 აპრილს ჩაინიშნა.

თრიალეთი TV