ერგნეთში რიგით 98-ე შეხვედრა გაიმართა

5 თვიანი პაუზის შემდეგ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, რიგით 98-ე შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, შეხვედრაზე დისკუსია შედგა არაერთი მნიშვნელოვან საკითხზე, პრიორიტეტული კი უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხი იყო. შეხვედრისას ქართულმა მხარემ ასევე დააყენა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, ჰუმანიტარული საკითხები და საჭიროებები, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს აქვთ, დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბოლო თვეების განმავლობაში დაფიქსირებული ინციდენტების – მათ შორის, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციისა და უკანონო წვრთნების საკითხებიც დააყენეს. რაც შეეხება ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებულ საკითხს, ანთაძის თქმით ამ საკითხზე დისკუსია შედგა და ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია ცალსახაა – ეს არის პოლიციის სტანდარტული პოსტი და მისი მთავარი დანიშნულება არის უსაფრთხოების გარემოს ხელშეწყობა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მომდევნო სამუშაო შეხვედრა 23 აპრილს გაიმართება.

>

თრიალეთი TV