გორში ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა

გორში სტალინის ქუჩაზე მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა.

 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

28 ნახვა
desktop
mobile catfish