პოლიტიკა

„ქართულმა ოცნებამ“ 3 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა
13 წუთის წინ

„ქართულმა ოცნებამ“ 3 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში 3 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით სარჩელი შეიტანა.

ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

მმართველი პარტია მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვს: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო - ლელო“.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა სარჩელზე საუბრისას განაცხადა, საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებისას ისარგებლეს ორი კრიტერიუმით: „რამდენად მყარია კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურობის სამართლებრივი დასაბუთება და რამდენად უქმნის კონკრეტული პარტია თავისი ზომით, ორგანიზაციული სტრუქტურით თუ პოლიტიკური გავლენით რეალურს საფრთხეს კონსტიტუციურ წყობილებას”. ამასთან პარლამენტის თავმჯდომარე დასძენს, რომ "განმსაზღვრელია პარტიის ზომა, სტრუქტურული ორგანიზება, პოლიტიკური გავლენა".

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები