გამდლისწყაროში 59 მოსახლეს წვეთოვანი სარწყავი სისტემა გადაეცა

USAID-ის პროექტისა და ისრაელის საელჩოს თანამშრომლობის ფარგლებში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გამდლისწყაროს მაცხოვრებლებს საირიგაციო სისტემები გადაეცათ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი USAID საქართველოს მისიის დირექტორთან პიტერ ვიბლერთან და ისრაელის ელჩთან რან გიდორთან ერთად საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფელ გამდლისწყაროში იმყოფებოდა. USAID –ისა და ისრაელის საელჩოს თანამშრომლობის ფარგლებში სოფლის 59 მაცხოვრებელს 500 კვ. მ. წვეთოვანი სარწყავი სისტემა გადასცეს. ,,მორიგი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა USAID Zrda-მ ჩვენს რეგიონში, ისრაელის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით გამდლისწყაროს 60 -მდე მაცხოვრებელს წვეთოვანი სარწყავი სისტემები გადასცა. სოფელი საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს და ადგილობრივებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის პროგრამების განხორციელება. სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამები ადგილობრივ ფერმერებს შესაძლებლობას აძლევთ გააუმჯობესონ მოსავლის ხარისხი და შესაბამისად, გაზარდონ მოგება. ჩვენ მომავალშიც მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან და ერთობლივად განვახორციელებთ მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებულ პროექტებს.“ – აღნიშნა რწმუნებულმა.

ღონისძიება USAID-ის, ისრაელის საელჩოსა და ისრაელის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (MASHAV) პარტნიორობის ხელშესახებ შედეგს წარმოადგენს, რის საფუძველზეც ფერმერებს შესაძლებლობა მიეცათ გაზარდონ მოგება, გააუმჯობესონ ხარისხი და პროდუქციის რეალიზაციიდან უფრო მეტი შემოსავლები მიიღონ. ადგილობრივ ფერმერთა საჭიროების წინასწარი შესწავლის საფუძველზე, რაც მათი მოსავლის ოპტიმიზაციას გულისხმობდა, USAID/ Zrda-მ მჭიდროდ ითანამშრომლა MASHAV-თან, რათა საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ფერმერები წვეთოვანი სარწყავი სისტემით აღეჭურვა და ბენეფიციარებს მოცემული სისტემა საკუთარ მცირე ზომის ნაკვეთებზე საჭიროებისამებრ გამოეყენებინათ.

>

თრიალეთი TV