ვლადიმერ პოზნერი და მასთან ერთად მყოფი პირები დაჯარიმდებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია დეპარტამენტის წარმომადგენელის განცხადებით, ის ადამიანები ვინც გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისას სასტუმრო “რუმსიდან“, სასტუმრო “ვინოტელის” მიმართულებით გადაადგილდებოდნენ დაჯარიმდებიან.
>
“ობიექტი დაჯარიმდა 10 000 ლარით, რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც გადაადგილდებოდნენ სასტუმრო “რუმსიდან” აღნიშნულ სასტუმრომდე, ისინიც იქნებიან დაჯარიმებული,”- განაცხადა შს სამინისტროს საპატრულო პოლიცია დეპარტამენტის წარმომადგენელმა სერგი ბზიშვილმა.
სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსთა ნაწილი რუსი შოუმენის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებენ.