მედიკამენტებზე ფასებმა21% -ით მოიმატა

42 წლის მეგი ბაქრაძე ექიმთან მხოლოდ იმის გამო ვერ მიდის, რომ საჭირო მედიკამენტების შეძენას ვერ შეძლებს, რადგან მისი თქმით, ბოლო პერიოდში, მედიკამენტებზე ფასებმა საგრძნობლად მოიმატა და საზოგადოების ნაწილს გაძვირებულ მედიკამენტებზე ხელი არ მიუწვდებათ.

ფასების ზრდა ყველაზე მეტად პირველადი მოხმარების მედიკამენტებს შეეხო. ბოლო რამდენიმე დღეა გადაუდებელი საჭიროების მედიკამენტებზე ფასმა 21%-ით მოიმატა. წამლების გაზრდილ ღირებულებებზე საუბრობენ მოქალაქეებიც. მათი თქმით მედიკამენტების გაძვირებამ ყველაზე მეტად პენსიონერები დააზარალა რადგან ისინი ამბობენ რომ ყოველთვიური პენსია მხოლოდ წამლების შესაძენადაც კი არაა საკმარისი.

>

თრიალეთი TV