მიუსაფარი ძაღლების პრობლემა და ცხოველთა მოყვარულების მოწოდებები

მიუსაფარ ცხოველთა მსოფლიო დღე 2011 წლიდან აღინიშნება. ამ დღეს ცხოველების მოყვარული ადამიანები და მათი კეთილდღეობისათვის მებრძოლი ორგანიზაციები საზოგადოებას თანაგრძნობისკენ მოუწოდებენ, სტერილიზაციის საინფორმაციო კამპანიას ეწევიან და ცხოველების დასაბინავებლად სხვადასხვა ღონისძიებას აწყობენ.

გორის ,,სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტოში,, ამჟამად 107 ძაღლი და 18 ლეკვი იმყოფება. მიუსაფარი ცხოველების დაცვის დღე წელს ტრადიციული აქტივობების გარეშე აღნიშნეს და ამ თარიღმა პანდემიის გამო ცხოველების მასშტაბური გაჩუქების აქციის გარეშე ჩაიარა, თუმცა სააგენტომ 2 მზრუნველ პატრონზე 2 ლეკვი გააჩუქა. 

>

თრიალეთი TV