პირბადის ტარება დაახლოებით კიდევ ერთი წელი მოგვიწევს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირბადის ტარება დაახლოებით კიდევ ერთი წელი მოგვიწევს.

პანდემიამ გვაჩვენა, რომ პირბადე დაცვის ყველაზე მძლავრი იარაღია. ამის არაერთი სამეცნიერო მტკიცებულება არსებობს. ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით, ახალი შემთხვევების ათჯერადი შემცირება გვაქვს. ხალხმა, მოსახლეობამ და ალბათ, მაკონტროლებლებმაც დავიჯერეთ, რომ ეპიდემია დავამარცხეთ და მოვეშვით.

>

პასუხისმგებლობა ორმხრივია. მარტო კონტროლი ვერაფერს იზამს, თუ ჩვენი თვითშეგნება არ გაიზრდება. მესმის, დღეს ყველას გვაწუხებს პირბადით ჯდომა, მაგრამ ამის გარდა არაფერი არსებობს,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

თრიალეთი TV