კულტურის კომიტეტის გასვლითი სხდომა კასპში

პარლამენტის კულტურის კომიტეტის გასვლითი სხდომა კასპის მუნიციპალიტეტის ტექნოლოგიურ პარკში გამართა. სხდომაზე კულტურის კომიტეტის ცალკე შექმნის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე ყურადღება გამახვილდა, ზოგადად, კულტურის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის და მისი პოპულარიზაციის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებზე, კომიტეტის სხდომის დასაწყისში წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მწერალ გურამ დოჩანაშვილის ხსოვნას. სხდომას დეპუტატებთან ერთად კასპის, გორისა და ქარელის კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დეპუტატებმა მოისმინეს რეგიონში კულტურის მიმართულებით არსებული გამოწვევები და იმსჯელეს მათი მოგვარების გზებსა და საშუალებებზე, ასევე ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობაზე კულტურის მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებში. სხდომამდე კომიტეტის წევრებმა ჯამბაკურ ორბელიანის სასახლე-მუზეუმი მოინახულეს, ასევე კომიტეტის წევრებმა საქართველოს სახალხო არტისტის, ომარ კელაპტრიშვილის სახლ-მუზეუმი მოინახულეს, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ კავთისხევში მდებარეობს.

თრიალეთი TV