ვინ არიან მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდებულები

გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებულები „ახალციხის კლინიკა იმედის“ თანამშრომლები ვიოლეტა ინასარიძე,თეა გზირიშვილი და რეანიმატოლოგის თანაშემწე ბექა ლიპარტელიანი არიან. ამის შესახებ ქრონიკას ინფორმაცია გარდაცვლილი მედდის მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა, ნინო ამაღლობელმა დაუდასტურა.

უფლებადამცველის განცხადებით, საქმის მასალებში არის შეცვლილი ჩვენებები, ამიტომ მისთვის და გარდაცვლილის ოჯახისთვის პროკურატურის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.

>

თრიალეთი TV