პოლიტიკა

ტატა ხვედელიანი - თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების მიზანია, მიწების და შენობების მიტაცება, საუკუნოვანი ტექნიკური უნივერსიტეტის ბოლომდე მოსპობა და ივანიშვილის 4-5 წლის ასაკის ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტით მისი ჩანაცვლება
22 წუთის წინ

ტატა ხვედელიანი - თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების მიზანია, მიწების და შენობების მიტაცება, საუკუნოვანი ტექნიკური უნივერსიტეტის ბოლომდე მოსპობა და ივანიშვილის 4-5 წლის ასაკის ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტით მისი ჩანაცვლება

თქვენს მიერ შემოტანილ კანონის პროექტს არაფერი აქვს საერთო განათლების სისტემის გამოწვევების გადაწყვეტასთან - თქვენს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც პარლამენტის ტრიბუნიდან ვრცელი მოხსენება გააკეთა განათებასა და “იგლ ჰილსის“ პროექტზე, ორი უნივერსიტეტის გაერთიანების თემა არ უხსენებია! - ეს განცხადება უმრავლესობის მისამართით ფრაქცია “საქართველოსთვის“ დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილეს.

ხვედელიანის შეფასებით, თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების მიზანია “სახელმწიფო უნივერსიტეტების მფლობელობაში არსებული ქონების, მათ შორის მიწების და შენობების მიტაცება, საუკუნოვანი სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის ბოლომდე მოსპობა და მისი ბიძინა ივანიშვილის 4-5 წლის ასაკის ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტით ჩანაცვლება და აკადემიური თავისუფლების გაუქმება“.

ხვედელიანის აზრით, პარლამენტში განახილველად წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები პირდაპირი შეტევაა განათლების ხარისხზე. მისივე თქმით, ეს არის მავნებლობა ახალგაზრდების წინაშე, რასაც უმძიმესი შედეგები ექნება ახალი თაობისთვის.

“ცვლილება, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, არის ინსტრუმენტი, რომლითაც სახელმწიფოს შეუძლია გვერდი აუაროს უნივერსიტეტის შიდა დემოკრატიას, თუკი უნივერსიტეტებში სტრუქტურული ცვლილებების გატარებას გადაწყვეტს. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროტესტი გაჩნდა ორი ხანგძლივი ისტორიული წარსულის მქონე უნივერსიტეტების შერწყმასთან დაკავშირებით, რომლის უკან ხელისუფლების კორუფციული ინტერესები იმალება.

ცვლილება საშუალებას აძლევს მთავრობას, უნივერსიტეტების გაერთიანების ან რეორგანიზაციის დროს გააუქმოს უნივერსიტეტის ავტონომია და დაამყაროს პირდაპირი მმართველობა. აქამდე სახელმწიფო უნივერსიტეტებს თავად უნდა აერჩიათ რექტორი, აკადემიური საბჭო და ადმინისტრაცია. ცვლილებით, თუ მთავრობა გადაწყვეტს უნივერსიტეტის რეორგანიზაციას - მაგალითად, ორი უნივერსიტეტის შერწყმას, მინისტრს ეძლევა უფლება, პირდაპირ დანიშნოს რექტორის, ადმინისტრაციის უფროსისა და ხარისხის სამსახურის მოვალეობის შემსრულებლები, ნაცვლად მათი არჩევისა. ამასთან, რეორგანიზაციის დროს აკადემიურ საბჭოს წარმომადგენლობითი საბჭო ანაცვლებს, რაც ნიშნავს იმას რომ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, რომლებიც ამ საბჭოებში იყვნენ არჩეულნი, რეორგანიზაციის პერიოდში გადაწყვეტილებებს ვეღარ მიიღებენ. მათ ნაცვლად გადაწყვეტილებებს მიიღებს მთავრობის დანიშნული საბჭო. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის დროებითი ღონისძიება, რეორგანიზაციის პერიოდი მთავრობაზეა დამოკიდებული და რეოგანიზაციის დროს პროფესორ-მასწავლებლების კრიტიკული აზრი რეორგანიზაციის თაობაზე მარტივად განეიტრალდება ხელისუფლების მიერ.

სახელმწიფო, პოლიტიკური ჩარევით მიზანმიმართულად ბლოკავს საქართველოს გზას ევროპული საგანმანათლებლო სივრცისკენ. ეს გადაწყვეტილებები იზოლაციაში აქცევს ჩვენს ქვეყანას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქართული დიპლომების ლეგიტიმაციას მსოფლიოში.

ეს არის სტუდენტების მომავლის შეგნებული დაზიანება. მიმდინარე პროცესები უგულებელყოფს უნივერსიტეტების ავტონომიას, არ რთავს აკადემიურ საზოგადოებას უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ეწინააღმდეგება ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსაც. ეს კი თავის მხრივ ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ბოლონიის პროცესის პრინციპებს, რითაც ირღვევა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება”, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

როგორც ხვედელიანმა აღნიშნა, უნივერსიტეტების გაერთიანების სამზადისი საერთაშორისო კვლევების მიხედვით გულისხმობს, სულ მცირე, ორ წელს. მისი განცხადებით, ამაზე ნაკლებ დროში ორი უნივერსიტეტის არც ერთი ცნობილი შერწყმა არ დაგეგმილა.

“გადაწყვეტილების მიღებამდე კეთდება შერწყმის მიზანშეწონილობის ანალიზი - ფინანსური, აკადემიური და იურიდიული რისკების შესაფასებლად. ამგვარი მტკიცებულება თქვენ არ წარმოუდგენიათ საჯაროდ, მეტიც ის კვლევები და ის ექსპერტები, რომლებიც იყვნენ ჩართულები ამ რეფორმის შემუშავებაში, ისევ საიდუმლოდ რჩება თქვენი მხრიდან, რადგან ასეთები უბრალოდ არ გყავთ.

შეერთების დაგეგმვაზე აუცილებლად მუშაობენ დაინტერესებული მხარეები - აკადემიური პერსონალი, სტუდენტები, ადმინისტრაცია, და ა.შ. - ჩვენს სინამდვილეში მსგავსი არაფერი მომხდარა - რექტორებისთვისაც კი სიახლე იყო ეს გადაწყვეტილება, რაც მათ განცხადებებში გამოჩნდა

ამგვარ ფუნდამენტურ ცვლილებას სახელმწიფო უნდა ხედავდეს, მინიმუმ, რამდენიმე წლით ადრე - არცერთ სტრატეგიაში არც იდეა, არც თანხები და არც პოზიცია არ არის დაფიქსირებული”, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები