დღეიდან პენსიის წინსწრებით აღების სერვისი გაუქმდა

პენსიის აღების წესი შეიცვალა.

შეცვლილია პენსიის ჩარიცხვის წესიც. ამის შესახებ ლიბერთი ბანკმა მოსახლეობას შეტყობინებებიც გაუგზავნა.

>

როგორც ლიბერთი ბანკში აცხადებენ, წინსწრებით პენსიის ჩარიცხვის მომსახურების სერვისი გაუქმდა და ამიერიდან პენსიონერებს კუთვნილი პენსია ინდივიდუალურად შედგენილი გრაფიკის მიხედვით ჩაერიცხებათ.

“პენსია ჩარიცხვამდე სერვისი გაუქმდა. ახლა, პენსიის ჩარიცხვის თარიღი ოფიციალურად განისაზღვრა, რომელ თარიღებშიც პენსიონერები თავიანთი კუთვნილი პენსიით სარგებლობას შეძლებენ. კონკრეტულ თარიღში ჩარიცხვის შემდეგ, პენსიონერები ბანკიდან თანხას გაიტანენ. როდის არის კონკრეტული პენსიონერებისთვის განსაზღვრული თარიღი, ამის გადამოწმება ბანკის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

რაც შეეხება პენსიის სესხის სახით წინასწარ აღებას, ეს შესაძლებელია ბანკში ადგილზე მისვლისა და განაცხადის შევსების შემდეგ” – ამბობენ ლიბერთი ბანკში.

თრიალეთი TV