გორში ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსამდე გათბება

სინოპტიკოსები დღეს ჰაერის ტემპერატურის მატებას მთელი საქართველოს მასშტაბით პროგნოზირებენ. ხანგრძლივი უამინდობის შემდეგ გამოიდარებს როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში.

დღეს ბათუმში +24, ფოთში კი +22 გრადუსი იქნება. 24 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი სოხუმში. ზუგდიდში ჰაერი 28 გრადუსამდე გათბება. +23 გრადუსია ნავარაუდევი ახალციხეში. 29 გრადუსი სითბო იქნება ქუთაისში. ლენტეხში +19, ცაგერში +23, ამბროლაურში კი +24 გრადუსია მოსალოდნელი.

>

22 გრადუსამდე გათბება ჰაერი ცხინვალში. გორში +25 გრადუსია ნავარაუდევი. რუსთავში +28 გრადუსია მოსალოდნელი. 25 გრადუსამდე გათბება ჰაერი თელავსა და სიღნაღში, ყვარელში კი +26 გრადუსია ნავარაუდევი.

დედაქალაქში დღეს გაზაფხულის დადგომიდან ყველაზე მაღალ ტემპერატურაა მოსალოდნელი, სინოპტიკოსების თქმით, თბილისში ჰაერი  +26 გრადუსამდე გათბება.

თრიალეთი TV