გორში 9 აპრილის მემორიალს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

გასული წლის მსგავსად, გორში 9 აპრილთან დაკავშირებული ღონისძიებები პანდემიიდან გამომდინარე არც წელს გაიმართება. გორის მერიის ინფორმაციით გორში სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა სულების პატივსაცემად მემორიალს გვირგვინით შეამკობენ, თუმცა სხვა სახის ღონისძიებები, რომელიც ხალხის შეკრებას ითვალისწინებს კორონავირუსის გავრცელების გამო, არ გაიმართება. 1989 წლის 9 სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი ყოველწლიურად აღევლინება, რომელსაც 9 აპრილის მოვლენების მონაწილენი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებიან. ამასთან მერიაში ამბობენ, რომ სამეფო ქუჩის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ცხრა აპრილის მემორიალსაც.

>

თრიალეთი TV