პანდემიის გავლენა კრიმინალურ მდგომარეობაზე

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობის მნიშვნელოვნად დამძიმების საშიშროებაზე საუბრობენ. მათი განმარტებით, პანდემიამ და სამსახურის გარეშე დარჩენამ ისედაც გაჭირვებული ხალხი კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო, სწორედ ამიტომ არ გამორიცხავენ, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ კრიმინალური ფონი გაიზარდოს. ისინი სამართალდამცველებს ამ მიმართულებით პრევენციული ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებენ. ამავეს ამბობენ იურისტებიც. საიას გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

>

თრიალეთი TV