პოლიტიკა

კახა კალაძე - ვინ იქნება დაკავებული, ამაზე საუბარი გამიჭირდება - ფაქტი ძალიან მძიმეა, ძალიან ცუდია, საწყენია - საქმე როცა ყოფილ თანაგუნდელებს ეხება, რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო დამამძიმებელია
4 საათის წინ

კახა კალაძე - ვინ იქნება დაკავებული, ამაზე საუბარი გამიჭირდება - ფაქტი ძალიან მძიმეა, ძალიან ცუდია, საწყენია - საქმე როცა ყოფილ თანაგუნდელებს ეხება, რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო დამამძიმებელია

ვინ იქნება დაკავებული, მე ამაზე გამიჭირდება საუბარი - ფაქტი ძალიან მძიმეა, ძალიან ცუდია, საწყენია, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, ხომ არ ელოდება ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის დაკავებას.

როგორც მან აღნიშნა, როცა საქმე ეხება ყოფილ თანაგუნდელებს, ეს კიდევ უფრო დამამძიმებელია.

„ვინ იქნება დაკავებული, მე ამაზე გამიჭირდება საუბარი. ამასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებები გააკეთებენ განმარტებას. ყველაფერი დამოკიდებულია გამოძიებაზე. შესაბამისად, წინასწარ მე რაიმე განმარტების გაკეთება აღნიშნულთან დაკავშირებით გამიჭირდება. ფაქტი ძალიან მძიმეა, ძალიან ცუდია, საწყენია. საქმე როცა ეხება ყოფილ თანაგუნდელებს, რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო დამამძიმებელია“,- განაცხადა კალაძემ.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები