მარინა ეზუგბაია – მესამე ტალღა უკვე დაწყებულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში საწოლების მობილიზება კორონავირუსის ყოველდღიური მაჩვენებლის მიხედვით ხდება.

მისივე თქმით, მესამე ტალღა უკვე დაწყებულია და ჯანდაცვის სისტემა შესაბამისად არის მომზადებული.

„მესამე ტალღა უკვე დაწყებულია და ჯანდაცვის სისტემა, ჩვენი კლინიკაც უკვე მზად არის საქმიანობისთვის. საწოლფონდი ახალი შემთხვევების მატების შესაბამისად იქნება მობილიზებული. ამ ეტაპზე, ჩვენთან ყველა საწოლი დაკავებულია, უბრალოდ ხდება ტრიაჟი ანუ გაწერილი პაციენტების ადგილებს დღის განმავლობაში იკავებენ ახალი პაციენტები და ეს მუდმივი პროცესია. ცენტრიდან დაახლოებით 10-12 პაციენტი ყოველდღიურად ეწერება და ყოველდღიურად 10-12 პაციენტი შემოდის“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

82 ნახვა
desktop
mobile catfish