“ვერ დაგპირდებით” – ტიკარაძის თქმით, ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნა ჯერ არ იგეგმება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნა ან გადაწევა ამ ეტაპზე არ განიხილება.

“ამ ეტაპისთვის სამწუხაროდ ამას ვერ დაგპირდებით. მჭირდება მხარდაჭერა იმისთვის, რომ მოხდეს სოციალური დისტანციის დაცვა, მინიმალური სოციალური ღონისძიებები, სადაც არ არის გათვალისწინებული არანაირი უსაფრთხოების ზომები, ასევე ნიღბის ტარება მაქსიმალურად, რომელიც დღესდღეობით მხოლოდ 75%-მდეა აწეული. მნიშვნელოვანია რომ ეს ნიშნული 95%-მდე იყოს აწეული”, – განაცხადა ტიკარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

79 ნახვა
desktop
mobile catfish