ტიკარაძე: წამახალისებელ ღონისძიებებს არ გამოვრიცხავ, 25 €/₾ თუ რამე სხვა, საბჭო გადაწყვეტს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებში ვაქცინაციის გაკეთების მოტივაციის გაზრდის მიზნით, წამახალისებელ ღონისძიებებს მიმართოს.

კითხვას – ხომ არ იგეგმება რაიმე წამახალისებელი ინსტრუმენტების გამოყენება, მაგალითად როგორც სერბეთში, სადაც ჟურნალისტის თქმით, მოქალაქეებს აცრის გაკეთებაში 25 ევროს უხდიან, ტიკარაძემ ასე უპასუხა:

“სხვადასხვა ინსტრუმენტები გამოიყენება სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან. ამ ღონისძიებებს ვაკვირდებით და ასევე ვაკვირდებით მათ ეფექტურობასაც. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ჩვენ მსგავს ხერხსაც მივმართოთ – თუმცა იქნება ეს 25 ევრო, ლარი თუ რამე სხვა წამახალისებელი ღონისძიება ჩვენი მოქალაქეებისთვის, საბჭომ ერთობლივად უნდა მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინით 3 651 ადამიანი აიცრა. ამ დროისთვის ჯამში 51 600 ადამიანია აცრილი.

88 ნახვა
desktop
mobile catfish