გორის მერის მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა თანამდებობა დატოვეს. აღნიშნულის შესახებ განცხადება მერის მოადგილეებმა ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმა დღეს გააკეთეს.

როგორც მერის ყოფილი მოადგილეები აცხადებენ, ისინი გიორგი გახარიას გუნდთან ერთად გააგრძელებენ მუშაობას და თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადებიან.

გორის მერის მოადგილეების მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ საუბარი მას შემდეგ დაიწყო რაც გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ,,ქართული ოცნება” დატოვა და გახარიას გუნდს შეუერთდა, სწორედ მის კადრებად და გუნდის წევრებად მოიაზრებოდნენ ერასტი ელიჯარაშვილი და პაატა ივანიშვილი.

კითხვა მოადგილეების შესაძლო გათავისუფლების კოტე თავზარაშვილს რამდენიმე დღის წინ დავუსვით რაზეც მერმა ვრცელი კომენტარი გააკეთა.

გორის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ერასტი ელიჯანაშვილი თანამდებობას 2019 წლის იანვრიდან იკავებდა, პაატა ივანიშვილი კი 219 წლის 2 სექტემბრიდან.

თუ ვის დანიშნავს მათ ნაცვლად კოტე თავზარაშვილი დღეს ამ კითხვაზე მერს არ უპასუხია.

82 ნახვა
desktop
mobile catfish