ხაშურის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

ხაშურის მერის მოადგილემ ზურაბ როსებაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სპეციალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, თანამდებობის დატოვების შესახებ, მას მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ზვიად ქურდაძემ მოსთხოვა. იგი ხაშურის მერის მოადგილის პოსტზე 2019 წელს მაშინ დანიშნეს, როდესაც შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი იყო. როსებაშვილი ამბობს, რომ ალბათ ხოჯევანიშვილის გამო დაატოვებინეს თანამდებობა. ვიხილავთ თუ არა როსებაშვილს გახარიას გუნდში მას ამ კითხვაზე არ უსაუბრია. რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, ქარელის მერმა ზაზა გულიაშვილმა სატელეფონო კომენტარში განაცხადა, რომ საკადრო ცვლილებს ის არ გეგმავს. ცნობისთვის დღესვე თანამდებობები დატოვეს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმაც, მათი განცხადებით ისინი გაახრის გუნდში გადადიან.

82 ნახვა
desktop
mobile catfish