შეზღუდვები, რომლებიც 13 მაისიდან მოიხსნება

13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, – აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური ინტენსიფიკაციის გზები. როგორც ბრიფინგზე განაცხადეს, ამ მიზნით, გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და შესაბამისად, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა.

როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დარეულების შემდეგ განაცხადეს, ამ ეტაპზე ისევ ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.

92 ნახვა
desktop
mobile catfish