შიდა ქართლში, ოთხივე მუნიციპალიტეტში ურბანული განახლების მდებარეობები შეირჩა

გორში, სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, სტალინის გამზირზე, ფასადების რეაბილიტაცია განხორციელდება. პროექტის მნიშვნელობაზე, დღეს გამართულ შეხვედრაზე, გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა დეტალურად ისაუბრა.
სპეციალურმა კომისიამ პირველ ეტაპზე განსახორციელებელი პროექტები შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში დაამტკიცა.
ქალაქ გორში კომისიის სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში მამუკა საღარეიშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
უახლოეს პერიოდში, ტენდერების შედეგად, გამოვლინდება საპროექტო და სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მოამზადებენ სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული ობიექტების ურბანული განახლების პროექტებს და შეასრულებენ ამავე დოკუმენტაციით განსაზღვრულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაწყებული „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამა 4-წლიანია და საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია და ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტის/მდებარეობების განვითარებას გულისხმობს.
პროექტები განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.
60 ნახვა
desktop
mobile catfish