შიდა ქართლში ვიზიტორების მატება შეინიშნება

იოსებ სტალინის სახელმწიფო მუზეუმი ერთ-ერთია იმ ტურისტულ სივრცეებს შორის, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტში თითქმის ყველაზე მეტი დამთვალიერებელი სტუმრობს. როგორც მუზეუმში აცხადებენ, პანდემიის მიუხედავად რეგულაციების მოხსნის შემდეგ , გახსნიდან დღემდე 1700 ზე მეტი ვიზიტორი ეწვიათ. მუზეუმის ფონდის მცველი, ქეთევან ახობაძე ამბობს, რომ 2021 წლის მარტში 566 ხოლო აპრილის თვეში 1165 ვიზიტორს უმასპინძლეს, რაც წინა წლის 2020 წლის სტატისტიკასთან შედარებით მაღალი მაჩვენებელია.

სპეციალისტები ამბობენ რომ თუ გადაადგილებაზე შეზღუდვა არ მოიხსნება უცხოელი ტურისტები ქვენაში აღარ შემოვლენ, ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით კომენდანტის საათი ქვეყანაში შესაძლოა მაისის ბოლოს მოიხსნას.

63 ნახვა
desktop
mobile catfish