სისხლიანი დაპირისპირება ე.წ. ნარკოლოგიურის შენობაში

სისხლიანი დაპირისპირება ე.წ. ნარკოლოგიურის შენობაში რამდენიმე წუთის წინ მოხდა, მეზობლებს შორის დაწყებული დაპირისპირება ერთი ადამიანის დაჭრით დასრულდა. მამაკაცი რომელიც დაპირისპირების შედეგად დაიჭრა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც ,,თრიალეთს,, გორის სოციალური საცხოვრისიდან მოქალაქეებმა აცნობეს აღნიშნულ კორპუსში დაპირისპირების შემთხვევები ხშირია, ადგილობრივები გორის მერიას დახმარებას სთხოვენ. 

,,თრიალეთი,, მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

89 ნახვა
desktop
mobile catfish