დანაშაული 3 – დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ გორში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობი – 1958 წელს დაბადებულ ვ.კ. ცივი იარაღის გამოყენებით ზურგის არეში დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.
 
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.