პოლიტიკა

ნიკა მელია ოქრუაშვილის დაკავებაზე - მუქარაში არ მინდა ჩაითვალოს, მაგრამ თეა წულუკიანმა უნდა იცოდეს, რომ ყველაფერზე პასუხს პირუთვნელ სასამართლოსთან აგებს
3 წუთის წინ

ნიკა მელია ოქრუაშვილის დაკავებაზე - მუქარაში არ მინდა ჩაითვალოს, მაგრამ თეა წულუკიანმა უნდა იცოდეს, რომ ყველაფერზე პასუხს პირუთვნელ სასამართლოსთან აგებს

თეა წულუკიანმა უნდა იცოდეს, რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით პასუხს პირუთვნელ სასამართლოსთან აგებს, რისთვისაც ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ადამიანების უმრავლესობა იბრძვის, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რითაც იმ ფაქტს ეხმაურება, რომ სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა.

მისივე შეფასებით, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება „უსამართლობაა”.

„ჩვენ ვესწრებოდით სასამართლო პროცესს. არც მუქარაში მინდა ჩაითვალოს და ზოგადად, მგონია, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსი განსაკუთრებით ოპოზიციიდან, როდესაც იმუქრება, (მე ასეთი მუქარის არ მჯერა), არასდროს არ რეალიზდება.

ქალბატონმა წულუკიანმა უნდა იცოდეს, რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით პასუხს პირუთვნელ სასამართლოსთან აგებს, რისთვისაც უმრავლესობა, ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ადამიანი იბრძვის - ბევრი აქტიურად, ბევრი პასიურად, მაგრამ იბრძვის, ისეთი საქართველოსთვის, სადაც მოსამართლე მოსამართლე იქნება, სასამართლო სასამართლო იქნება და არა ბიძინა ივანიშვილის უნივერსამი. აღმასრულებელი ხელისუფლება აღმასრულებელი ხელისუფლება იქნება და არა სადენით მიბმული ბიძინა ივანიშვილზე. ასევე, საპარლამენტო ორგანოც ცალკე სახელისუფლებო შტო იქნება. ასეთი დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოსთვის ვიბრძვით, რომელიც მოსამართლე, პროკურორი მსგავს დანაშაულებს აღარ ჩაიდენს.

ჩემი აზრით, ირაკლი ოქროაშვილმა გააკეთა ის, რაც მან ჩათვალა, რომ გასაკეთებელი იყო. უსამართლობაა! ხალხო წარმოიდგინეთ, თეა წულუკიანი არალეგიტიმურ პარლამენტში, არალეგიტიმური შექმნილი კომისიის ფარგლებში გიბარებს, სადაც შავით თეთრზე (რეგლამენტში) უწერიათ, რომ ე.წ. საგამოძიებო კომისიის წევრების ნახევარი ოპოზიციონერები უნდა იყვნენ. მხოლოდ მაშინ ექნება ამ კომისიას ძალა და არცერთი ოპოზიციონერი იქ არ არის. შესაბამისად, ამ სიყალბეს თვალი ადამიანმა არ გაუსწორა”, - განაცხადა მელიამ.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები