პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი - ბატონო ჰერჩინსკის ვურჩევდი საქართველოს შიდა პოლიტიკაში ნუ ჩაერევა
24 წუთის წინ

შალვა პაპუაშვილი - ბატონო ჰერჩინსკის ვურჩევდი საქართველოს შიდა პოლიტიკაში ნუ ჩაერევა

ბატონმა ჰერჩინსკიმ სიამოვნების აღტყინებით მოირგო პროკურორის მანტია, საუბრობს დასანქცირებაზე და ჩანს ის ავი მოლოდინი, რომელიც მას აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

პაპუაშვილმა ჰერინსკის მოუწოდა, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედოს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ვხედავთ, ბატონმა ჰერჩინსკიმ სიამოვნების აღტყინებით მოირგო პროკურორის მანტია, საუბრობს დასანქცირებაზე და ჩანს ის ავი მოლოდინი, რომელიც მას აქვს. სასიხარულო განწყობით საუბრობს ამაზე. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ელჩი, რომელსაც აგრემანი მიღებული აქვს, იმისთვის რომ წარმოადგინოს ევროკავშირი, ნაცვლად ამისა, ის აქ პროკურორის როლს თამაშობს და ინკვიზიტორივით გვევლინება.

რაც შეეხება პარტიების აკრძალვას - ეს წარმოადგენს საქართველოს შიდა პოლიტიკის საკითხს. მან რამდენიმე დღის წინ, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით თქვა, რომ შიდა პოლიტიკაში არ ერევა. მოვუწოდებ მას და ვურჩევდი, ნუ ჩაერევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში, ვინაიდან ქართული კანონმდებლობა არ წარმოადგენს მისი იურისდიქციის სფეროს. ექსტრემისტი ორგანიზაციები თუ არ სჭირდება მას ევროკავშირში, გერმანიაში პოლონეთში ან სხვა ქვეყანაში, ასევე ექსტრემისტული ორგანიზაციები არ არის საჭირო საქართველოში. ჩემი რჩევა იქნება, მან იმოქმედოს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, პატივი სცეს ვენის კონვენციას, თავის დიპლომატიურ ეთიკას, რომელიც მან არა ერთხელ დაარღვია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პაველ ჰერჩინსკიმ „ქართული ოცნების“ წევრების დასანქცირებაზე საუბრისას განაცხადა: „ევროკავშირის დონეზე ჩვენ კვლავ ვცდილობთ სანქციების შემოღებას და იმედია, მივაღწევთ იმ მომენტს, როცა 27 წევრი სახელმწიფო ერთსულოვნება იქნება“.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები