საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 10 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული შეიწყალა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, სამი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო, შვიდ მსჯავრდებულს შეუმცირდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა.
ამასთან, შეწყალების აქტი შეეხო ასევე, ორ პირობით მსჯავრდებულს.
95 ნახვა