კუნთების ტკივილის მიზეზები და მკურნალობა

კუნთების ტკივილი შეიძლება იყოს:

* პროფესიული საქმიანობის შედეგი, თუ მუშაობის დროს თქვენ რეგულარულად დატვირთვას ახდენთ კუნთების ერთსა და იმავე ჯგუფზე;

* გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა;

* ინფექციური დაავადებები;

* ტრავმები, დაჭიმულობა;

* ფიზიკური ვარჯიშების შესრულება გახურების გარეშე;

* ენდოკრინული დაავადებები;

* ავტოიმუნური დაავადებები;

* გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;

* ორგანიზმში ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა;

* ემოციური დაძაბულობა.

კუნთების ტკივილი თავიდან რომ აიცილოთ:

✔️ უარი თქვით ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვაზე. ხშირად კუნთების ტკივილი ინტენსიური ვარჯიშის შემდეგია. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ ფიზიკურ ვარჯიშს წინ უნდა უსწრებდეს გახურება. დატვირთვა თანდათან გაზარდეთ და რაც მთავარია, არ გადაამეტოთ საკუთარ შესაძლებლობებს;

✔️ გახსოვდეთ, რომ ტრავმებისა და ვირუსული დაავადებების შედეგები გარკვეული დროის შემდეგ ვლინდება;

✔️ ერიდეთ ემოციურ გადაღლილობას. სტრესს ზოგჯერ თან ახლავს კუნთების დაძაბულობა, ის ზიანს აყენებს არა მხოლოდ ფსიქიკურ, არამედ ფიზიკურ ჯანმრთელობასაც. გახსოვდეთ, რომ თქვენი ფსიქოლოგიური განწყობა გავლენას ახდენს თქვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე;

✔️ უარი თქვით ცუდ ჩვევებზე, როგორიცაა ძლიერი ალკოჰოლი და მოწევა. ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ არა მხოლოდ მიალგია, არამედ უამრავი სხვა დაავადება;

✔️ როგორც ცნობილია, ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა საზიანოა კუნთებისთვის, თუმცა ცხოვრების ნაკლებად მოძრავი წესი, ასევე, შეიძლება, გახდეს კუნთების ტკივილის გამომწვევი. ამიტომ ვარჯიშების ინტენსივობა ოპტიმალური უნდა იყოს. იპოვეთ სპორტის სახეობა, რომელსაც მოირგებთ, თუმცა კუნთებისთვის იდეალურია ცურვა. ამ დროს, კუნთების თითქმის ყველა ჯგუფია ამოქმედებული.

მკურნალობა ხალხური მეთოდებით:

* დაიდეთ თიხის საფენები ვაშლის ძმრის დამატებით. ის კურნავს მყესების გაჭიმვას და ამაგრებს ძვლებს. ჩვეულებრივ, თიხის საფენებს დღეში ერთხელ იკეთებენ, მაგრამ გართულებულ შემთხვევებში შეიძლება, პროცედურის ორჯერ ან სამჯერ გამეორება;

* შეიხვიეთ წიწაკადამატებულ განუზავებელ ვაშლის ძმარში დასველებული საფენით. გაითვალისწინეთ, წიწაკა უნდა ჩაყაროთ არა ძმარში, არამედ მოაყარეთ საფენს იმ მხარეს, რომლითაც იდებთ დაზიანებულ ადგილზე. გაიჩერეთ 5-10 წუთი. ცოტა ხანში გაიმეორეთ. საკმარისია 2-3 პროცედურის ჩატარება;

* განუზავებელ ვაშლის ძმარში ჩაამატეთ სუფრის მარილი და იოდი. დაასველეთ მასში საფენი და შეიხვიეთ დაზიანებული ადგილი. ეს ხერხი ნაცნობია სპორტსმენებისთვის.

86 ნახვა
desktop
mobile catfish