უხვმა ნალექმა თბილისში პრობლემები შექმნა – დატბორილია გზები

თბილისში, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ დიდ დიღომში დატბორილია გზები.

უხვი ნალექის გამო მეხანძრე-მაშველები დედაქალაში რამდენიმე ადგილზე მუშაობენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, უწყებაში შეტყობინებები შესულია, ყველა საჭირო რესურსი მობილიზებულია და მეხანძრე-მაშველები ოპერატიული რეაგირებას ახდენენ.

57 ნახვა
desktop
mobile catfish