გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მოსახლეობამ აქცია გამართა.
პროტესტის მიზეზად ისინი სოფლის ცენტრალური ნაწილის სარეაბილიტაციო პროექტის გაჭიანურებას ასახელებენ.
პროტესტის მონაწილეების თქმით, სამუშაო პროცესი დათქმულ დროს არ დასრულდა, რის გამოც, მათი განმარტებით, ქუჩაზე გადაადგილება ჭირს.
ინფორმაციისთვის, პროექტი სოფლის ცენტრალურ ნაწილში 60-მდე საცხოვრებელი სახლის, მთავარი ქუჩის, მოედნისა და მიმდებარე პარკის განახლებას ითვალისწინებდა.