პოლიტიკა

პაატა დავითაია - ჩვენი მოქალაქეებისთვის საარჩევნო ხმის უფლების ჩამორთმევა არის როგორც საქართველოს კონსტიტუციის, ასევე ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევა
14 წუთის წინ

პაატა დავითაია - ჩვენი მოქალაქეებისთვის საარჩევნო ხმის უფლების ჩამორთმევა არის როგორც საქართველოს კონსტიტუციის, ასევე ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევა

ხელისუფლების მიერ დაანონსებული საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს ემიგრაციაში მყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევას, არის როგორც საქართველოს კონსტიტუციის, ასევე ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევა, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეს, რომელიც კანონიერად იმყოფება ქვეყნის ფარგლებს გარეთ და რეგისტრირებულია საქართველოს საკონსულოში, კონსტიტუციით აქვს მინიჭებული არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა და ამ უფლების შეზღუდვა არც ერთ საერთაშორისო ნორმაში არ ჯდება.

„იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ემიგრანტების უდიდესი ნაწილი არალეგალურად იმყოფება ქვეყნის საზღვრებს გარეთ და მათ შესაბამისად არ აქვთ, არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა ოფიციალურად საკონსულოებში აღრიცხვაზე მყოფ შენი ქვეყნის მოქალაქეებს, ვისთვისაც არჩევნებში ხმის მიცემა მნიშვნელოვანია, არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა და კატეგორიულად მიუღებელია.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეაჩეროს საარჩევნო კანონში ამ ცვლილების შეტანა, ვინაიდან ამ ინიციატივის სამართლებრივ ნორმაში მოქცევა კიდევ უფრო მეტად დააზიანებს ქვეყნის იმიჯს“, - აცხადებს პაატა დავითაია.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები