გორში 14 წლის მოზარდი დაიკარგა

სოფელ ტინისხიდში მცხოვრები 14 წლის მოზარდი დაიკარგა.

თეო ლურსმანაშვილი წმინდაწყლის ტერიტორიიდან, 31 მაისს გაუჩინარდა. ინფორმაციას დაკარგული მოზარდის შესახებ ტინისხიდის ადმინისტრაციული ერთეულის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„31 მაისს  წმინდაწყლის ტერიტორიიდან დაიკარგა სოფელ ტინისხიდში მცხოვრები 14 წლის მოზარდი თეო ლურსმანაშვილი.

ნებისმიერი ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში დაუკავშირდით პოლიციას ან მოგვწერეთ“, – მითითებულია ტინისხიდის ადმინისტრაციული ერთეულის ადმინისტრაციის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში

,,თრიალეთი,, შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

57 ნახვა
desktop
mobile catfish