შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

კეკელიძის ქუჩაზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის გამოსახლების პროცესს ხმაური მოჰყვა

თბილისში, კეკელიძის N1-ში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან ხმაურია. საქმე ეხება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის გამოსახლების პროცესს, რასაც ხმაური მოჰყვა.

აღსრულების პოლიცია ცდილობს შენობაში შესვლას, მაგრამ სადარბაზოში შესასვლელი რკინის კარი შედუღებულია. ადგილზე შეკრებილები არიან ოჯახის მხარდამჭერები, რომლებიც აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს საშუალებას არ აძლევენ საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის გამოსახლების პროცესი დაიწყონ.

შეკრებილების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი ადგილიდან უკვე განარიდეს.