ახალი კორონავირუსისა და ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებისთვის, ახალი პორტალი DataCov.moh.gov.ge შეიქმნა.
პორტალის საშუალებით, მოქალაქეებს შეუძლიათ, მიიღონ ინფორმაცია ინფიცირებულთა რაოდენობის, თავისუფალი საწოლების, დადებითობის მაჩვენებლის, კლინიკური სასტუმროების, აქტიური შემთხვევების, ქვეყანაში ჩატარებულ ტესტირებებისა და ხელოვნური სუნთქვის აპარატების რაოდენობის შესახებ.
DataCov.moh.gov.ge -ზე განთავსებულ COVID-19-ის რუკაზე ასახულია რეგიონებში გავრცელების მაჩვენებელიც.
ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილი პორტალი ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას მოიცავს.
88 ნახვა