ქუთაისში 30 წლამდე მამაკაცს ავტომობილიდან ცეცხლი გაუხსნეს

ქუთაისში 30 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ახალგაზრდობის გამზირზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მას უცნობმა პირებმა ცეცხლი ავტომობილიდან გაუხსნეს.

დაჭრილი ერთ-ერთ კორპუსში შევიდა და მაცხოვრებლებს დახმარება სთხოვა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, რომელმაც დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

94 ნახვა
desktop
mobile catfish