პოლიტიკა

ირაკლი ფავლენიშვილი - არ შეიძლება, ასიათასობით მოქალაქეს აუკრძალო აქტიური საარჩევნო უფლება, პასიური საარჩევნო უფლების აკრძალვაც დანაშაული და დემოკრატიული ნორმების დარღვევაა
48 წუთის წინ

ირაკლი ფავლენიშვილი - არ შეიძლება, ასიათასობით მოქალაქეს აუკრძალო აქტიური საარჩევნო უფლება, პასიური საარჩევნო უფლების აკრძალვაც დანაშაული და დემოკრატიული ნორმების დარღვევაა

არ შეიძლება, ასიათასობით საქართველოს მოქალაქეს აუკრძალო აქტიური საარჩევნო უფლება, პასიური საარჩევნო უფლების აკრძალვაც თავისთავად დანაშაულს და დემოკრატიული ნორმების დარღვევას წარმოადგენს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც ბოლო წლებში ხმას აძლევდა, რჩება ხმის მიცემის უფლების გარეშე.

„უნდა აღინიშნოს, რომ, სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს მაღალი მოლოდინი არცერთი ინსტიტუციის მიმართ, რადგან ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში ყველგან მოხდა ივანიშვილის და მისი მარწუხების პენეტრაცია. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ სხვა გამოსავალი არც გვაქვს. მით უმეტეს, შემდეგ საერთაშორისო მასშტაბით უნდა მოხდეს ამ საქმის განხილვა და მნიშვნელოვანია, ყველა რესურსი ამოვწუროთ, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში, რადგან თავისთავად არაკონსტიტუციურია ის სარჩელი, რომელიც შეიტანა ივანიშვილმა.

არ შეიძლება, საქართველოს ასიათასობით მოქალაქეს აუკრძალო აქტიური საარჩევნო უფლება. ამას რომ თავი დავანებოთ, პასიური საარჩევნო უფლების აკრძალვაც თავისთავად დანაშაულს წარმოადგენს და დემოკრატიული ნორმების დარღვევას, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება არა ერთ, არამედ რამდენიმე პარტიას. ფაქტობრივად, მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც მიდიოდა და ბოლო წლებში ხმას აძლევდა, რჩება ხმის მიცემის უფლების გარეშე“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები