ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვა შესაძლოა პატიმრობით დასჯადი გახდეს

ტრანსპორტის ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე შესაძლოა ადმინისტრაციული პატიმრობა დაწესდეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომელიც ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევაში ადმინისტრაციული ზომების გამკაცრებას ითვალისწინებს. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კანონპროექტით, ალკოჰოლური სიმთვრალისას სატრანსპორტო საშუალების მართვა გამოიწვევს მართვის უფლების ერთი წლით შეჩერებას, ხოლო ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდებისთვის მძღოლი 300 ლარით დაჯარიმდება. მართვის უფლების შეჩერების პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას ხუთი დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის ერთი წლით გაზრდას. კომიტეტის სხდომაზე ლევან იოსელიანის მიერ წარდგენილ კანონპროექტს ადამიანის უფლებათა ცენტრში აფასებენ. იურისტი, ალექსი მერებაშვილის განცხადებით, კანონში წარდგენილი ცვლილებები პრობლემის მოგვარების კუთხით ეფექტური იქნება.

65 ნახვა
desktop
mobile catfish